ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობებმა პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოხატეს.
მათ სპექტაკლის დასულების შემდეგ, მაყურებლების წინ, გამოიტანეს ბანერი წარწერით: "რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ ვირჩევთ ევროპას!"
11 აპრილს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე მსახიობებს, რომლებიც რუსულ კანონს გააპროტესტებდნენ, თეატრიდან "ყურით გამოთრევით" ემუქრებოდა, რადგანაც, მისი აზრით, კანონში რუსული არაფერია.
"ხვალ ვიღაცამ რომ მოინდომოს ჩემი სცენიდანაც იგივე გაიმეოროს, რას ვიზამ და გავალ სცენაზე, ყურში წავავლებ ხელს და გამოვათრევ. ეს არ არის საკუთარი აზრი, ეს არის პოლიტიკური მოწოდება. ჩემთვის ეს იყო ძალიან ცუდი, შემაშფოთებელი ფაქტი. არაფერი რუსული მასში არ არის. ეს არის სუფთა ევროპული. მე სცენიდან ვიცი მხოლოდ ერთი რამ. ვინც კეთილ საქმეს აკეთებს თეატრისთვის მადლობა გადავუხადო", - თქვა ჩიგოგიძემ.